საქართველოში კორონავირუსით კიდევ 14 პაციენტი გარდაიცვალა

“საქართველოში, ბოლო 24 საათში კორონავირუსით 14 ადამიანი გარდაიცვალა”,- ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსის მოადგილემ, ბერდია სიჭინავამ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

- რეკლამა -

- რეკლამა -

მისივე თქმით, ქვეყანაში, კორონავირუსით ინფიცირებული 745 პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა.

„ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 6 122 კვლევა ტესტით, მათ შორის 2 697 კვლევა ანტიგენის ტესტით და 3 425 PCR ტესტით. ჩატარებული ტესტირების შედეგად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 469 ახალი დადასტურებული შემთხვევა, ხოლო ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 249 934-ს. ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 1 792 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 236 922-მდე.

სამწუხაროდ, ბოლო 24 საათში გვაქვს კორონავირუსით გარდაცვალების 14 ახალი შემთხვევა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 2 987 პირი ემსხვერპლა.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 469 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 212 შემთხვევა, აჭარა-33, იმერეთი-61, ქვემო ქართლი-31, შიდა ქართლი-34, გურია-12, სამეგრელო – ზემო სვანეთი-32, კახეთი-25, მცხეთა-მთიანეთი-20, სამცხე-ჯავახეთი-8, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი-1.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 9 999, საიდანაც: 3 576 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში-1 712, აჭარაში-258, იმერეთში-710. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 745 პირი, მათ შორის, თბილისში – 340, აჭარაში-52, იმერეთში-179. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 217 პირი, მათგან თბილისში-155, აჭარაში- 2, იმერეთში-25. 543 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 243-თბილისში, 218-აჭარაში, 32-იმერეთში. 5 880 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს საცხოვრებელ ბინაზე გადის”, – განაცხადა ბერდია სიჭინავამ.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები