სხიერელების მომღერალი ოჯახი

სხიერლების მომღერალი ოჯახის მომზადებული ვიდეორგოლი ფოლკლორის ცენტრის ფეისბუქგვერდზე 18 იანვარს, 21:00 საათზე, განთავსდება.
ფოლკლორის ცენტრის ინფორმაციით, პროექტის ფარგლებში დაგეგმილია 15 სხვადასხვა მხარეში მცხოვრები მომღერალი ოჯახების ვიდეოამბის მომზადება მათი ყოფის, საახალწლო სამზადისის, ოჯახში მღერის ტრადიციის შესახებ. ვიდეოები პერიოდულად განთავსდება ფოლკლორის ცენტრის ფეისბუქგვერდზე ორი თვის განმავლობაში.
მონაწილე ოჯახები:
ურუშაძეები – თბილისი
გორდელაძეები – გურია, სოფელი ლიხაური
თურქიები – გურია, ლანჩხუთი
ფილფანები – ზემო სვანეთიდან, ლენჯერის თემი
ვეშაპიძეები – თბილისი
გერსამიები – იმერეთი, ქუთაისი
სხიერლები – ზემო რაჭა, ონი
ბიძინაშვილები – კახეთი, თელავი
ტიკარაძეები – სამეგრელო, ფოთი
მელაძეები – თბილისი
ნაყეურები – მცხეთა-მთიანეთი, ფშავი
ბერელიძეები – ზემო რაჭა, ონი, სოფელი საკაო
გორელიშვილები – მცხეთა-მთიანეთი, დუშეთი
კაჭარავები – სამეგრელო, ჩხოროწყუ
კვირიკაშვილები – იმერეთი, ქუთაისი
„პროექტში მონაწილე 10 ანსამბლი მრავალშვილიანი ოჯახია, რაც დიდ მნიშვნელობას სძენს პროექტს. ფოლკლორის ცენტრისათვის პრიორიტეტულია რეგიონებში მცხოვრები ხელოვანების წარმოჩენა, განსაკუთრებით პანდემიის პერიოდში. სამომავლოდ ვგეგმავთ ფართომასშტაბიანი ფესტივალის მოწყობას, სადაც ათეულობით მომღერალი ოჯახი მიიღებს მონაწილეობას მთელი საქართველოდან“, – აღნიშნულია ფოლკლორის ცენტრის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები