ყინვა, თოვლი და ქარბუქი – როგორი ამინდია მოსალოდნელი უახლოეს დღეებში

გარემოს ეროვნული სააგენტოს ჰიდრომეტეოროლოგიური პროგნოზების სამმართველოს უფროსის, სვეტლანა ნიორაძის განცხადებით, საქართველოში უახლოეს დღეებში ტემპერატურის კლება და ყინვის გაძლიერებაა მოსალოდნელი.

როგორც მან ,,კვირას” განუცხადა, ყინვის გაძლიერება ციტრუსებს, განსაკუთრებით კი ლიმონს დააზიანებს.

,,18 იანვრიდან 21 იანვრის ჩათვლით საქართველოში შავი ზღვის ჩრდილო დასავლეთიდან მოსალოდნელია ცივი ჰაერის მასების გავრცელება. ამიტომ, დღეს, დღის მეორე ნახევრიდან საქართველოს უმეტეს რაიონში მოსალოდნელია ნალექი, უმეტესად – თოვლის სახით, ზოგან – ქარის გაძლიერება, რაც გამოიწვევს ქარბუქს. ჰაერის ტემპერატურა იკლებს მთელს საქართველოში.

ხვალიდან ყინვა გაძლიერდება, (-4 -6 გრადუსი), რაც დააზიანებს ციტრუსებს, განსაკუთრებით, ლიმონს. აღმოსავლეთ საქართველოში ყველგან არ ველოდებით ნალექს, მაღალ მთაში მოსალოდნელია ნისლი, ქარბუქი, თოვლჭყაპი.

ღამის საათებში, 20-დან 23 იანვრის ჩათვლით გაძლიერდება ყინვები”, – განაცხადა სვეტლანა ნიორაძემ.

რაც შეეხება კობი-გუდაურის მონაკვეთს, გარემოს ეროვნულ სააგენტოში აღნიშნავენ, რომ ზვავსაშიშროება ნარჩუნდება, გარემოს ეროვნული სააგენტოს შესსაბამისი სპეციალისტები ხვალიდან დაიწყებენ პროგნოზირებას, როდის შეიძლება გზის დროებითი გახსნა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები