სერგო ჩიხლაძე: „ქართული ოცნება“ არ არის მიმართული მომავალზე, განვითარებაზე, პროგრესზე – ვხედავთ, რომ საუბრობენ მხოლოდ ოპოზიციის გაქრობაზე
“სადაც უნდა იქ წავიდეს ბატონი ივანიშვილი, მთავარია, არაფორმალურ მმართველობას ჩამოსცილდეს”, – ასე უპასუხა „სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრმა სერგო ჩიხლაძემ ჟურნალისტების კითხვას, რომელიც ბიძინა ივანიშვილის საფრანგეთში შესაძლო წასვლას ეხებოდა.
ჩიხლაძე ასევე გამოეხმაურა გახარიას პრემიერ-მინისტრის პოსტზე ჩანაცვლების შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას და აღნიშნა, რომ არანაირი მნიშვნელობა არ აქვს თუ ვინ რომელ სავარძელში იქნება.
„რეალურად ეს არაფერს შეცვლის ქვეყანაში – აბსოლუტურად მნიშვნელობა არ ექნება, გახარია იქნება პრემიერი, კალაძე თუ კობახიძე. „ქართული ოცნების“ გუნდი არ არის მიმართული მომავალზე, განვითარებაზე, პროგრესზე და ვხედავთ, რომ საუბრობენ მხოლოდ წარსულზე, ოპოზიციის გაქრობაზე და არც ერთი გადაწყვეტილება და ინიციატივა, თუ როგორ უნდა გამოვიდეს ქვეყანა ეკონომიკური კრიზისიდან, პოლიტიკური და კორონა კრიზისიდან, არ მიუღიათ. ამიტომ, მნიშვნელობა არ აქვს, რომელი რომელ სავარძელში ჩაჯდება, ეს არის წარსულის გუნდი, რომელიც უნდა დასრულდეს არჩევნების გზით და მოვიდეს ახალი კოალიციური ხელისუფლება, სადაც იქნება აზრთა ჭიდილი, იდეების გენერირება და კონსენსუსის გზით მიღებული გადაწყვეტილებები”, – განაცხადა ჩიხლაძემ.