გერმანიაში შეზღუდვების კიდევ უფრო გამკაცრება იგეგმება

Berlin, Germany - December 8, 2017: Detail of Reichstag building and German Flag, in Berlin, capital of Germany

ანგელა მერკელის განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ ქვეყანა ცხოვრობს ლოქდაუნის პირობებში, არსებულმა შეზღუდვებმა ვერ გამოიღო შედეგი და უახლოეს მომავალში მოსალოდნელია მათი კიდევ უფრო გამკაცრება,- ამის შესახებ უცხოური მედია წერს.

მათივე თქმით, აღსანიშნავია, რომ პანდემიის პირველ ტალღას გერმანია მაღალ დონეზე გაუმკლავდა, თუმცა, მეორე ტალღის პირობებში, ბოლო რამდენიმე თვის მანძილზე, სიტუაცია მძიმეა.

„მერკელის პარტიის წევრების განცხადებით, მათი ლიდერი შეშფოთებულია კოვიდის ახალი შტამის გავრცელების გამოც.
კოვიდ სიტუაციის შესაფასებლად შეხვედრა ჩანიშნული იყო 25 იანვრისთვის, თუმცა, გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, რეგულაციების გამკაცრებაზე მსჯელობა მომდევნო კვირას გაიმართება.
აღსანიშნავია, რომ გერმანია გახდა მეათე ქვეყანა, სადაც კოვიდ ინფიცირებულების რაოდენობამ 2 მილიონს გადააჭარბა”,- წერს უცხოური მედია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები