„ჯანმო“: ვაქცინაცია კორონავირუსის წინააღმდეგ 46 ქვეყანაში დაიწყო

კორონავირუსის წინააღმდეგ ვაქცინაციის კამპანია მსოფლიოს 46 ქვეყანაში დაიწყო. აღნიშნული ინფორმაცია ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალური დირექტორის დამხმარემ, მარიაჯელა სიმაომ ბრიფინგზე გააჟღერა.

„ვაქცინაცია 46 ქვეყანაში დაიწყო, მათგან 38-ში დაბალი სიღარიბის დონეა“,- განმარტა მან.

როგორც სიმაომ განაცხადა, „ჯანმოს“ მიზანია COVAX-ის მექანიზმით ვითარება დააკორექტიროს და ვაქცინაცია დაბალი შემოსავლის მქონე ქვეყნებშიც დაიწყოს.

მისივე თქმით ეს სავარაუდოდ თებერვალში მოხდება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები