WP: ულტრამემარჯვენე ექსტრემისტები ბაიდენის ინაუგურაციის ჩაშლას გეგმავენ

“ულტრამემარჯვენე ექსტრემისტები არჩეული პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის ინაუგურაციის ჩაშლას გეგმავენ”, – წერს The Washington Post-ი.

გამოცემა აშშ-ის ფედერალური ხელისუფლების წარმომადგენლებსა და დამოუკიდებელ ექსპერტებზე დაყრდნობით წერს, რომ სამართალდამცველები აფრთხილებენ მთავრობას,  მთელი ქვეყნის მასშტაბით მოსალოდნელია შტატების კაპოტიულემებზე თავდასხმა ან ვაშინგტონის კაპიტოლიუმში შეჭრა.

აღინიშნება, რომ ექსტრემისტებმა შესაძლოა, ასაფეთქებელი მოწყობილობები და იარაღი გამოიყენონ.

ჯო ბაიდენის ინაუგურაციის ცერემონია 20 იანვარს გაიმართება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები