პრეზიდენტი გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფელ გრემისხევს ესტუმრა

საქართველოს პრეზიდენტი, სახელმწიფო დროშის დღესთან დაკავშირებით  გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფელ გრემისხევში მიქელიანის საჯარო სკოლას ესტუმრა.

პრეზიდენტმა, სკოლის მოსწავლეებთან ერთად, სკოლის ეზოში დროშის აღმართვის ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა და ბავშვებსა და მასწავლებლებს დროშის დღე მიულოცა.

დღესვე პრეზიდენტმა სახელმწიფო დროშის დღესთან დაკავშირებით გამყოფი ხაზის მიმდებარე 58 სოფლის 63 საჯარო სკოლას საჩუქრად სახელმწიფო დროშა გაუგზავნა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები