ტრამპთან თანამშრომლობაზე უარი კიდევ ერთმა ბანკმა თქვა

გერმანული Deutsche Bank-ისა და ამერიკული Signature Bank-ის შემდეგ, დონალდ ტრამპთან თანამშრომლობაზე კიდევ ერთმა ამერიკულმა ბანკმა, Professional-მა თქვა უარი.

ამის შესახებ ინფორმაციას The Wall Street Journal-ი ავრცელებს.

ბანკის საკრედიტო განყოფილების განცხადებით, Trump Organization-თან თანამშრომლობას დაუყოვნებლივ წყვეტენ. ასევე აღნიშნავენ, რომ ტრამპთან თანამშრომლობას არც მომავალში აპირებენ.

ასევე, გამოცემის ინფორმაციით, Vornado Realty Trust, რომელიც აშშ-ის ბაზარზე ოპერირებს და Trump Organization-თან ერთად ნიუ იორკსა და სან ფრანცისკოში ცათამჯენებს ფლობს, ორი პროექტის რეფინანსირებაზე, სავარაუდოდ, უარს იტყვის.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები