პაატა იმნაძე – საზოგადოებრივი ტრანსპორტის აღდგენაზე: ვართ თუ არა მზად, ეს გამოჩნდება მაშინ, როდესაც მივუახლოვდებით გახსნის პერიოდს

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილის, პაატა იმნაძის თქმით, შეზღუდვების შემსუბუქების შემდეგ გამოჩნდება, მზად არის თუ არა ქვეყანა საზოგადოებრივი ტრანსპორტის გახსნისთვის.

„ეს გამოჩნდება სწორედ მაშინ, როდესაც მივუახლოვდებით გახსნის პერიოდს და ყოველდღიური ავადობის რა რიცხვებით შევხვდებით ამ პერიოდს“, – აღნიშნა იმნაძემ ტვ “პირველის” ეთერში.

ცნობისთვის, საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, ქვეყანაში კორონავირუსის პრევენციის მიზნით დაწესებული შეზღუდვების მოქმედება 1-ელ თებერვლამდე გახანგრძლივდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები