გოჩა ენუქიძემ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის სოფელ მეორე ტოლაში მცხოვრებ მარტოხელა ქალბატონს ახალი წელი მიულოცა

რაჭა-ლეჩხუმ სვანეთის მაჟორიტარმა დეპუტატმა, გოჩა ენუქიძემ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის სოფელ მეორე ტოლაში მცხოვრებ მარტოხელა ქალბატონს, ნათელა ბაქანიძეს ახალი წელი მხარის რწმუნებულის მოვალეობის შემსრულებელთან, გიორგი მაქარაშვილთან ერთად პირადად მიულოცა და სურსათი და სიმბოლური საჩუქრები მიუტანა. ინფორმაციას რაჭა-ლეჩხუმ სვანეთის მუნიციპალიტეტის პრესსამსახური ავრცელებს.
„მარტოხელა ადამიანებს განსაკუთრებით უხარიათ თითოეული ჩვენგანის ყურადღება, მით უფრო, ისეთ ბედნიერ დღეებში, როგორიც საახალწლო პერიოდია, ამიტომ,
ქალბატონი ნათელას ბედნიერი სახე, გულწრფელი ემოციები, კეთილი სურვილები ჩემი მთავარი მონაპოვარია”, – აცხადებს გოჩა ენუქიძე

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები