სკანდას ციხეზე, თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერიისა და საკრებულოს შენობებზე საქართველოს სახელმწიფო დროშები გადმოფინეს

საქართველოს სახელმწიფო დროშის დღესთან დაკავშირებით, თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერიისა და საკრებულოს ადმინისტრაციულ შენობებზე საქართველოს სახელმწიფო დროშები გადმოფინეს, ასევე, დროშა აღიმართა სკანდას ციხეზე. ინფორმაციას თერჯოლის მუნიციპალიტეტი ავრცელებს.

„14 იანვარი მნიშვნელოვანი დღეა ჩვენი ქვეყნისთვის, რადგან სახელმწიფოებრიობის ერთ-ერთი ეროვნული სიმბოლოს – ქართული დროშის დღეა, რომელიც ინახავს ჩვენ ისტორიას, გვაძლევს სიამაყის საფუძველსა და სტიმულს, რომ მისი ღირსეული ტარებისთვის ყველაფერი გავაკეთოთ. ვულოცავ ამ დღეს ჩვენ მოქალაქეებს და მადლობას ვუხდი ყველას, ვისაც საქართველოს დროშა თავისი საქმიანობით დაბლა არასოდეს დაუშვია”, – განაცხადა თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერმა, ლაშა გოგიაშვილმა.

საქართველოს სახელმწიფო დროშა, გერბსა და ჰიმნთან ერთად, შემოღებულია საქართველოს ორგანული კანონის საფუძველზე, რომელიც ძალაში შევიდა 2004 წლის 14 იანვრიდან”, – ნათქვამია განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები