შალვა პაპუაშვილი – ადგილობრივ სადამკვირვებლო ორგანიზაციებზე: ეს ის ერთობლივი განცხადებაა, რომლის ყველა მთავარი შენიშვნა მცდარი აღმოჩნდა

“ადგილობრივმა სადამკვირვებლო ორგანიზაციებმა ამ არჩევნებს „ქართული ოცნების“ მმართველობის პერიოდში ჩატარებულ არჩევნებს შორის „ყველაზე ნაკლებ დემოკრატიული და თავისუფალი“ უწოდეს“, ეს ის ერთობლივი განცხადებაა, რომლის ყველა მთავარი შენიშვნა მცდარი აღმოჩნდა”, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ წევრის, შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

“ადგილობრივმა სადამკვირვებლო ორგანიზაციებმა ამ არჩევნებს „ქართული ოცნების“ მმართველობის პერიოდში ჩატარებულ არჩევნებს შორის „ყველაზე ნაკლებ დემოკრატიული და თავისუფალი“ უწოდეს“ – ეს არის ამონარიდი “ჰიუმან რაითს ვოჩის” (HRW) მიერ გუშინ გამოქვეყნებული ანგარიშიდან, სადაც, თავად ის, 24 ქართული არასამთავრობო ორგანიზაციის მიერ 2020 წლის 4 ნოემბერს გამოქვეყნებულ ერთობლივ განცხადებას ციტირებს. https://bit.ly/3rpH0Ni

ეს ის ერთობლივი განცხადებაა, რომლის ყველა მთავარი შენიშვნა მცდარი აღმოჩნდა.

კერძოდ, ამ ერთობლივი განცხადებისთვის რომ დაგვეჯერებინა:

ცესკო-მ შედეგები დაგვიანებით გამოაცხადა. რაც წინა წლების სტატისტიკის შედარების შედეგად მცდარი აღმოჩნდა.

უბნების 8%-ზე დისბალანსი იყო, რაც, ISFED-ის მდუმარების ფონზე, დისბალანსის სტატისტიკის შესწავლის შედეგად მცდარი აღმოჩნდა.

უპრეცედენტო იყო ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება, რაც “საერთაშორისო გამჭვირვალობის” მიერ 24 დეკემბერს სპეციალურად ამ თემაზე გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით მცდარი აღმოჩნდა. https://bit.ly/38H7DVm

იმ ერთობლივ განცხადებაში იყო კიდევ 2 პრეტენზია: ძალადობა და ამომრჩევლის სავარაუდო მოსყიდვა. ამ საკითხზე “საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის” (საია) და “საერთაშორისო გამჭვირვალობის” (TI) დასკვნებს და განცხადებებსაც რომ შევხედოთ, შეფასება ერთია, რომ ამ არჩევნებზე იყო ნაკლები ძალადობა (TI-ის მიხედვით ყველა ძალადობის ფაქტზე დაიწყო გამოძიება. რამდენიმე პირი დააკავეს), ნაკლები ნეგატიური კამპანია და სიძულვილის ენა, ნაკლები სავარაუდო მოსყიდვა (საია-ს დასკვნით ამომრჩევლის სავარაუდო მოსყიდვა იყო უმეტესად ოპოზიციის მხრიდან).

გამოდის, რომ განცხადების 5 ძირითადი პრეტენზიიდან ხუთივე მცდარი აღმოჩნდა.

რა თქმა უნდა, ისმის კითხვა: თუკი ყველა მთავარი წანამძღვარი მცდარი აღმოჩნდა, როგორ შეიძლება, რომ მთავარი დასკვნა – “ყველაზე ნაკლებ დემოკრატიული და თავისუფალი არჩევნები” – იყოს მართალი?

ISFED-ის საქმემ გვაჩვენა, რომ ძველი კითხვა: “თავად დარაჯებს ვინ უდარაჯებს?” არასამთავრობო ორგანიზაციების მიმართაც აქტუალურია.

ჩემთვის, ამ კითხვაზე, ყველაზე კარგი პასუხი იქნებოდა: მათი პროფესიული ეთიკა. სწორედ ამ იმედით, კიდევ ერთხელ მინდა, გავიმეორო ჩემი ორი კვირის წინანდელი მიმართვა (https://bit.ly/38GE33s)

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია, საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო, ღია საზოგადოების ფონდი I Open Society Georgia Foundation, სამართლიანი არჩევნები (ISFED)

და დანარჩენი 20 არასამთავრობო ორგანიზაციისადმი:

იმის გათვალისწინებით, რომ 4 ნოემბერს თქვენ მიერ გაკეთებული ერთობლივი განცხადების მცდარ შეფასებებს, დღესაც შეცდომაში შეჰყავს ზოგიერთი უცხოური ორგანიზაცია,

ხომ არ ფიქრობთ, რომ, უცხოელი პარტნიორი ორგანიზაციების და ქართული საზოგადოების მიმართ

კეთილსინდისიერების ვალდებულება და თქვენი პროფესიული ეთიკა მოითხოვს, რომ ჩაასწოროთ თქვენი 4 ნოემბრის შეფასებები და დასკვნა?”, – წერს პაპუაშვილი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები