საგარეო ვაჭრობა 14.8 %-ით შემცირდა

საქსტატის ცნობით, 2020 წელს საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 11 347.7 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის მაჩვენებელზე 14.8 პროცენტით ნაკლებია.
აქედან, ექსპორტი 3 342.1 მლნ. აშშ დოლარი იყო (12.0 პროცენტით ნაკლები), ხოლო იმპორტი – 8 005.6 მლნ. აშშ დოლარი (15.9 პროცენტით ნაკლები).
უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 2020 წელს 4 663.4 მლნ. აშშ დოლარი და საგარეო სავაჭრო ბრუნვის 41.1 პროცენტი შეადგინა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები