სამეგრელო-ზემო სვანეთში კულტურის ძეგლებსა და ადმინისტრაციულ შენობებზე სახელმწიფო დროშები აღმართეს (ვიდეო)

საქართველოს სახელმწიფო დროშის დღესთან დაკავშირებით, სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონის მასშტაბით მუნიციპალიტეტების სხვადასხვა კულტურულ ძეგლსა და ადმინისტრაციულ შენობებზე სახელმწიფო დროშებია გამოფენილი.

ინფორმაციას სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია ავრცელებს.
მათივე ცნობით, სახელმწიფო დროშებითაა მორთული დადიანების ზუგდიდისა და სალხინოს სასახლეები, ნიკო ნიკოლაძის კოშკი ფოთში, სვანური კოშკი მესტიაში, სენაკის ისტორიული თეატრი და ნოქალაქევი, დროშები გამოფენილია მუნიციპალიტეტების ცენტრალურ ქუჩებზე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები