გურიის გუბერნატორი – ბუკნარში მომხდარ დაპირისპირებაზე: ეს ყველაფერი პროვოცირებული იყო გარე ძალებიდან – ორივე მხარეს უნდა ჰქონდეს ლოცვის საშუალება, რასაც აუცილებლად მივაღწევთ

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ბუკნარში რელიგიურ ნიადაგზე დაწყებული დაპირისპირება მეორე დღეა, გრძელდება. სულ ცოტა ხნის წინ მუსლიმ თემსა და ადგილობრივ ქრისტიან მოსახლეობას შორის კიდევ ერთი დაპირისპირება მოხდა. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით “კვირა” გურიის გუბერნატორს, ზურაბ ნასარაიას ესაუბრა.

,,ადგილობრივი მოსახლეობა, როგორც მუსლიმი თემი, ასევე, ქრისტიანები დაუპირისპირდნენ ერთმანეთს, ეს ყველაფერი პროვოცირებული იყო გარე ძალებიდან, რაც დადასტურდა დღევანდელი ჩემი შეხვედრისას. ადგილობრივებთან ერთად იყვნენ სხვა ადამიანები, რომლებმაც გამოიწვიეს ხმაური და არ მოგვცეს ლაპარაკის საშუალება. მანამდე იყო ინდივიდური შეხვედრები, სადაც გამოჩნდა, რომ მოსახლეობა მზადაა, ძველ ურთიერთობაში დაბრუნდნეს. პრობლემა წარმოიშვა მაშინ, როდესაც მეზობლურ ურთიერთობაში ჩაერივნენ უცხო ადამიანები.

ჩემი დღევანდელი შეხვედრა მხარეებთან ცოტა ხნის წინ დასრულდა. ორივე მხარეს უნდა ჰქონდეს ლოცვის საშუალება, რასაც აუცილებლად მივაღწევთ”, – განაცხადა ზურაბ ნასარაიამ.

სოფელში მობილიზებული არიან სამართალდამცველები. მუსლიმების თქმით, რამდენიმე თვის წინ, მა სოფელში სახლი შეიძინეს სამლოცველოს მოსაწყობად, ქრისტიანები კი ლოცვის უფლებას არ აძლევენ. გუშინ სოფელში კონფლიქტი მოხდა და შინაგან საქმეთა სამინისტრომ ძალადობის ბრალდებით 1 პირი დააკავა.

დღეს სოფელ ბუკნარში აჭარიდან მუსლიმები ჩავიდნენ და ადგილობრივებს სოლიდარობა გამოუცხადეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები