დავით სერგეენკო: 2012 წელს მოხდა ის, რაც საქართველოს ისტორიაში მანამდე არ მომხდარა – ხელისუფლების გადაბარება მშვიდობიანი გზით
“2012 წელს მოხდა ის, რაც საქართველოს ისტორიაში მანამდე არ მომხდარა – ხელისუფლების გადაბარება მშვიდობიანი გზით”, – ამის შესახებ ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „დღის ქრონიკა“ პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, დავით სერგეენკომ განაცხადა.
მისი თქმით, „ქართულმა ოცნებამ“ მიაღწია საქართველოს ისტორიაში უპრეცედენტო შედეგს – მესამე ვადით გაიმარჯვა მშვიდობიან არჩევნებში.
„არცერთი ქვეყანა არ მოიძებნება ისეთი, სადაც არაა გამოწვევები. თუ შევხედავთ პოლიტიკურ გამოწვევებს, 2012 წელს მოხდა ის, რაც საქართველოს ისტორიაში მანამდე არ მომხდარა – ხელისუფლების გადაბარება მშვიდობიანი გზით. „ქართულმა ოცნებამ“ მიაღწია საქართველოს ისტორიაში უპრეცედენტო შედეგს – მესამე ვადით გაიმარჯვა მშვიდობიან არჩევნებზე. ამოცანა – მაშინდელი ხელისუფლების ჩამოშორება – რა თქმა უნდა, წარმატებით შესრულდა 2012-შიც, 2016-შიც და 2020-შიც. რამდენად სრულადაა განეიტრალებული ის რისკები, რომელთა გამოც თავის დროზე ივანიშვილი პოლიტიკაში მოვიდა, ეს, ალბათ, საბოლოოდ, საქართველოს მოსახლეობის გადასაწყვეტია. თუმცა მე ვფიქრობ, რომ ქვეყანას უფრო მეტი გამოწვევა აქვს, ვიდრე წინა მთავრობასთან ბრძოლაა. მე ვფიქრობ, რომ ეს უკვე ისტორიის გადაშლილი ფურცელია“, – განაცხადა სერგეენკომ.