როგორი იქნება აშშ და მსოფლიო 2021 ში – MGIMO-ს ექსპერტების შეფასებები

ოთხშაბათს, 13 იანვარს MGIMO- ს (მოსკოვის საერთაშორისო ურთიერთობების სახელმწიფო უნივერსიტეტი) საერთაშორისო პროცესების ანალიზის ლაბორატორიამ წარმოადგინა საგარეო პოლიტიკის ტენდენციების პროგნოზი 2021 წლისთვის. ექსპერტების აზრით, მომავალი წლის ლაიტმოტივი იქნება ფრაზა – “დიდი სახელმწიფო”. ეს არის კორონავირუსის პანდემიის პირდაპირი შედეგი, რომლის პროგნოზირებაც პოლიტოლოგებმა ერთი წლის წინ ვერ შეძლეს.

მოხსენების ავტორთა შეფასებით, პანდემიასთან ბრძოლაში სახელმწიფოები თავიანთთვის დამახასიათებელ ეროვნულ ეგოიზმსა და პირველობისთვის ბრძოლას ავლენენ.
„ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში ტენდენცია იყო ნაციონალიზმის, პროტექციონიზმისა და დიდი სახელმწიფოების მეტოქეობის დაბრუნება, ძალაზე დაყრდნობით და გავლენისთვის ბრძოლაში. პანდემია მხოლოდ ამ ტენდენციას აძლიერებს”, – წერენ კვლევის ავტორები.

დოკუმენტში განსაკუთრებული ყურადღება ექცევა შეერთებულ შტატებში არსებულ ვითარებას. რუსი ექსპერტები ეჭვობენ, რომ მიმდინარე წელს შეერთებული შტატები შეძლებს გრძელვადიანი საგარეო პოლიტიკური კურსის განსაზღვრას.
”მათთვის 2021 წელი გაფანტული ილუზიების წელი იქნება. ქვეყნის ნახევარი ფიქრობს, რომ ჯერ კიდევ არსებობს შესაძლებლობა, დაბრუნდეს იმ პერიოდში, როდესაც ქვეყანა არ იყო პოლარიზებული ორ შერიგებულ ბანაკად“, – ნათქვამია მოხსენებაში.
მოხსენების ავტორთა მოსაზრებით, აშშ ამ განხეთქილებამდე ბოლო 40 წლის განმავლობაში ნაბიჯ-ნაბიჯ მიდიოდა და პრობლემებმა თავი მთელი სიცხადით გასულ წელს იჩინა.

მოხსენების ავტორები საპრეზიდენტო არჩევნებში დემოკრატების გამარჯვებას „პიროსის გამარჯვებას“ უწოდებენ.

”ჯო ბაიდენი მემკვიდრეობით მიიღებს არა მხოლოდ კორონავირუსსა და მის ეკონომიკურ შედეგებს, არამედ დაბალ ლეგიტიმაციას მოსახლეობის ნახევარში”, – ნათქვამია დოკუმენტში.
„ის შევა თეთრ სახლში და გააცნობიერებს, რომ იმ ცვლილებების განხორციელებამ, რასაც დემოკრატების აქტიური და რადიკალური მხარდამჭერები ითხოვენ, ქვეყანა შესაძლოა, შეიარაღებული კონფლიქტის ზღვარზე დააყენოს”, – აცხადებენ მოხსენების ავტორები.

მოსკოვის საერთაშორისო ურთიერთობების სახელმწიფო უნივერსიტეტის ექსპერტების შეფასებით, რესპუბლიკელების, კერძოდ ტრამპის 4-წლიანი მართველობისას, აშშ-ი ჩამოყალიბდა აზრი, რომ აუცილებელია აშშ-ს რეინდუსტალიზაცია და ჩინეთის ექსპანსიის შეჩერება. ექსპერტების მოსაზრებით, ამ საკითხზე კონსენსუსი შემდგარია და დემოკრატების ამისთვის ანგარიშის გაწევა მოუწევთ.

კიდევ ერთ პრობლემად რუსი ექსპერტები იმ გარემოებას ასახელებენ, რომ ბაიდენი “ძველი ფორმაციის დემოკრატია” ასევე ძველი ისტებლიშმენტის მხარდაჭერით, რომლებსაც პარტიის ახალგაზრდულ ფრთასა და ურბანულ დემოკრატებთან ქვეყნის მომავალთან დაკავშირებით განსხვავებული ხედვები აქვთ.
”ახალი პრეზიდენტი შეიძლება, აღმოჩნდეს სტატისტის პოზიციაში იმ ბრძოლაში, რომელიც პარტიის ახალი და ძველი ფორმაციის წევრებს შორის დაიწყოს. ასეთ სიტუაციაში ბაიდენს ისღა დარჩენია, აქცენტი საგარეო პოლიტიკურ ფრონტზე გადაიტანოს, რაც მის წინამორბედებს არაერთხელ გაუკეთებიათ“, – წერენ კვლევის ავტორები.

მოხსენების ავტორთა განცხადებით, ის, თუ რა მოხდება აშშ-ში, შვება არ იქნება რუსეთისთვის.
”ბაიდენი ცნობილია, როგორც „რეჟიმის შეცვლის მომხრე რუსეთში. როდესაც ის ვიცეპრეზიდენტი იყო, ცდილობდა, პუტინს ეთქვა, აპირებდა თუ არა საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას. რუსეთის დემონიზაცია მისი ერთ-ერთი პრიორიტეტია. დიდი ალბათობით, იქნება ინფორმაციული ომის ახალი ტალღა და პოლიტიკური პროვოკაციები რუსეთის წინააღმდეგ, გართულებები უკრაინიდან, პოლონეთიდან, საქართველოდან ან სხვა ქვეყნებიდან, რომლებიც იმედოვნებენ ამერიკის ახალი ადმინისტრაციის ყურადღების მიპყრობას  ან უბრალოდ სურთ რუსეთ-ამერიკის დაპირისპირებაზე გარკვეული დივიდენდების მიღება“, – აღნიშნავენ ექსპერტები.

შემდეგი საკითხები, რაზეც რუსი ექსპერტები ამახვილებენ ყურადებას, ეს არის აშშ-ჩინეთის ურთიერთობები, თურქეთის მზარდი ამბიციები და მიგრაცია აფრიკიდან.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები