ბექა ფერაძე: ბოლო 24 საათში 318 ობიექტი შემოწმდა და მათ მიმართ ზეპირსიტყვიერი გაფრთხილება გაიცა
“ბოლო 24 საათში 318 ობიექტი შემოწმდა და მათ მიმართ ზეპირსიტყვიერი გაფრთხილება გაიცა”, – ამის შესახებ შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის უფროსმა, ბექა ფერაძემ მთავრობის ადმინისტრაციაში საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
მისივე თქმით, განმეორებითი ინსპექტირება 14 588 ობიექტში განხორციელდა.
,,ერთობლივი მონიტორინგის ჯგუფების მიერ ბოლო 24 საათში 318 ობიექტი შემოწმდა და მათ მიმართ ზეპირსიტყვიერი გაფრთხილება გაიცა.
28 ნოემბრიდან 12 იანვრის ჩათვლით ერთობლივი მონიტორინგის ჯგუფების მიერ, ჯამურად, შემოწმდა 47 435 კომპანია შემოწმდა. მათგან 25 913 კომპანიისთვის განხორციელდა ცნობიერების ამაღლების კამპანიები, რათა არსებული რეკომენდაციების დაცვა მათ მიერ გააზრებულად მოხდეს.
განმეორებითი ინსპექტირება 14 588 ობიექტში განხორციელდა და განმეორებითი მონიტორინგის შემდეგ ისინი სრულად აკმაყოფილებდნენ ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციებს”, – განაცხადა ბექა ფერაძემ.