გოჩა ლორთქიფანიძე: ტესტირება ჩაუტარდა ქუთაისის მეორე დაწესებულებაში მყოფ 883 პატიმარს, რომელთაგან მხოლოდ ერთი აღმოჩნდა დადებითი

“11 იანვარს ტესტირება ჩაუტარდა ქუთაისის მეორე დაწესებულებაში მყოფ 883 პატიმარს, რომელთაგან მხოლოდ ერთი აღმოჩნდა დადებითი”, – ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა, გოჩა ლორთქიფანიძემ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

მისი თქმით, ტესტირება ყველა პენიტენციურ დაწესებულებაში აქტიურად ტარდება.

„გასული წლის ბოლოს სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა დაიწყო პატიმრების ინტენსიური პისიარ ტესტირება. 3 იანვარს გაკეთებული ტესტირების შედეგად, ქალთა მეხუთე დაწესებულებაში იყო 23 შემთხვევა გამოვლენილი. ამის შემდეგ ტესტირებამ მოიცვა სხვა დაწესებულებები. განახლებული ინფორმაციის ფარგლებში, 11 იანვარს ტესტირება ჩაუტარდა ქუთაისის მეორე დაწესებულებაში მყოფ 883 პატიმარს, რომელთაგან მხოლოდ ერთი აღმოჩნდა დადებითი. ასეთი
დინამიკაა ამ დროისთვის. 12 იანვარს, ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, რუსთავის მეექვსე დაწესებულებაში ჩატარდა ტესტირება, რომელიც შედეგებსაც გაგაცნობთ უახლოეს პერიდში“, – განაცხადა ლორთქიფანიძემ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები