“მსოფლიოს არაერთი ქვეყნის ლიდერმა გასცა დაპირება, რომ ვაქცინაციის პროცესი ადამიანებს ცხოვრების ჩვეულ რეჟიმში დააბრუნებდა, თუმცა, ტემპი იმაზე ნელია, ვიდრე ეს გათვალისწინებული იყო”

“მსოფლიოს არაერთი ქვეყნის ლიდერმა გასცა დაპირება, რომ ვაქცინაციის პროცესი ადამიანებს ცხოვრების ჩვეულ რეჟიმში დააბრუნებდა, თუმცა, ტემპი იმაზე ნელია, ვიდრე ეს გათვალისწინებული იყო”, – ამის შესახებ უცხოური მედია წერს.

მათი თქმით, იმისათვის, რათა სხვადასხვა ქვეყანაში ადამიანებს გამოუმუშავდეთ „ჯოგური იმუნიტეტი“ – აუცილებელია, აიცრას მოსახლეობის 70-90%, დაახლოებით, 7 მილიარდ 800 მლნ ადამიანი.

“იმის გათვალისწინებით, რომ საჭიროა ვაქცინის ორი დოზა, ხელმისაწვდომი უნდა იყოს 10-14 მილიარდი დოზა, რაც საკმაოდ დიდი რაოდენობაა.
ამასთან, პროცესს ართულებს ლოჯისტიკური დაბრკოლებებიც და ერთ-ერთ მთავარ პრობლემას ვაქცინის ტრანსპორტირება და შენახვა წარმოადგენს. მაგალითად, ბრიტანეთმა, ისე დაიწყო ვაქცინაციის პროცესი, რომ დაზუსტებით არ იცოდა, რამდენი დოზა ჰქონდა ქვეყანას ჯამურად, რადგან მოლაპარაკებები მომწოდებლებთან ჯერ კიდევ მიმდინარეობდა. ნელა მიმდინარეობს ვაქცინაცია საფრანგეთშიც. დაგეგმილზე უფრო ნელი ტემპით მიმდინარეობს პროცესი აშშ-შიც”, – წერს უცხოური მედია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები