ვაკის რაიონში, შატბერაშვილის N74-ის მიმდებარედ დასასვენებელი სივრცე კეთილმოეწყო

ვაკის რაიონის გამგეობის ინფრასტრუქტურული პროექტების ფარგლებში, შატბერაშვილის N74-ის მიმდებარედ დასასვენებელი სივრცე კეთილმოეწყო.
შემოღობილ ტერიტორიაზე, რბილ საფარზე, სხვადასხვა ატრაქციონით, საბავშვო მოედანი განთავსდა, დამონტაჟდა სხვა ურბანული ავეჯი, მოეწყო განათების სისტემა, დაიგო მონოლითური ქვის საფარიანი ბილიკები, დაირგო მცენარეები.
სულ სკვერი 800 კვ. მ ფართობზე განთავსდა.
დასრულებულ სამუშაოს ვაკის რაიონის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელი – დავით კვინიკაძე გაეცნო.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები