ხათუნა გოგორიშვილი: ამ ხელისუფლების პირობებში ელექტრონული არჩევნების ჩატარება არაფერს შეცვლის
საქართველოში თვითმმართველობის არჩევნების ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენებით ჩატარებაზე უმრავლესობაში მსჯელობის დაწყებას “ევროპული საქართველოს” წევრი, ხათუნა გოგორიშვილი გამოეხმაურა.
გოგორიშვილის თქმით, დღევანდელი ხელისუფლების პირობებში ელექტრონული არჩევნების ჩატარება არაფერს შეცვლის.
“ამ ხელისუფლების პირობებში ელექტრონული არჩევნების ჩატარება არაფერს შეცვლის. ეს არის უბრალოდ ხელოვნური შეთავაზება, რომელსაც არანაირი კონკრეტული შედეგი არ მოჰყვება, სანამ ყველა სხვა პირობა, რომელიც დაყენებულია კრიზისის განსამუხტად, არ შესრულდება”, – განაცხადა გოგორიშვილმა.