თბილისში კორონავირუსის 754 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, იმერეთში – 334, აჭარაში – 97

ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 1 857 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 754 შემთხვევა, აჭარაში – 97, იმერეთში – 334,-ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსის მოადგილემ, ბერდია სიჭინავამ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისივე თქმით, ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 11 583, საიდანაც: 3 879 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში.

„დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 1 857 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 754 შემთხვევა, აჭარა-97, იმერეთი-334, ქვემო ქართლი-143, შიდა ქართლი-113, გურია-30, სამეგრელო-ზემო სვანეთი-158, კახეთი-147, მცხეთა-მთიანეთი-41, სამცხე-ჯავახეთი-29, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი-11,”- განაცხადა ბერდია სიჭინავამ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები