მეუფე გერასიმე:  საპატრიარქოში ვინც შედის, ყველას უტარდება ტესტირება

ზუგდიდისა და ცაიშის ეპისკოპოსის, მეუფე გერასიმე შარაშენიძის განცხადებით, იმ სასულიერო პირებს, ვისაც კორონავირუსი გადატანილი არ აქვს, ტესტირება ყოველ კვირა უტარდებათ.

მისივე თქმით, ასევე ტესტირება უტარდება ყველა ადამიანს ვინც საპატრიარქოში შედის.

“სასულიერო პირები, სტიქაროსნები, მგალობლები, ვისაც გადატანილი აქვს, მათთვის არ არის საჭირო, ვისაც არ აქვს გადატანილი, ყოველ კვირას ვიტარებთ ტესტირებას. საპატრიარქოში ვინც შედის, მღვდელმთავარი, სასულიერი პირი თუ საერო ადამიანი, ყველას უტარდება ტესტირება”, – აღნიშნავს მეუფე გერასიმე შარაშენიძე.

ცნობისთვის, საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელის, დეკანოზ ანდრია ჯაღმაიძის განცხადებით, სრულიად საქართველოს კათოლიკოს – პატრიარქს, ილია მეორეს კორონავირუსზე ტესტი ჩაუტარდა და პასუხი უარყოფითია. როგორც ჯაღმაიძემ ჟურნალისტებთან განმარტა, ამჟამად იზოლაციაში მხოლოდ პატრიარქის მდივან-რეფერენტი შორენა თეთრუაშვილი იმყოფება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები