საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 23 პაციენტი გარდაიცვალა
საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 23 პაციენტი გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური ავრცელებს.
პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გარდაცვლილთა საერთო რაოდენობა 2 773-ს შეადგენს.
ამასთან, ბოლო 24 საათში საქართველოში გამოვლინდა ვირუსის 1 143 ახალი შემთხვევა, გამოჯანმრთელდა 617.