ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ახმეტაში მამაკაცი დაჭრეს

ახმეტაში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრეს. არსებული ინფორმაციით, დაჭრა ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე მოხდა.

30 წლის მამაკაცს ჭრილობები გულ-მკერდის არეში აქვს მიყენებული. ის ახმეტის საავადმყოფოშია გადაყვანილი და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურად მძიმე..

შემთხვევის ადგილზე პოლიცია და ექსპერტ-კრიმინალისტები იმყოფებიან. მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები