მარია ზახაროვა: ამერიკის შეერთებული შტატების საარჩევნო სისტემა არქაულია, იგი ქმნის მრავალი დარღვევისა და ძალადობის შესაძლებლობას

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერი, მარია ზახაროვა სოციალურ ქსელში შეერთებულ შტატებში განვითრებულ მოვლენებსა და კაპიტოლიმზე თავდასხმას ეხმაურება.
მისი თქმით, შეერთებული შტატების საარჩევნო სისტემა არ აკმაყოფილებს თანამედროვე დემოკრატიულ სტანდარტებს.
„კიდევ ერთხელ ვიმეორებთ, რომ ამერიკის შეერთებული შტატების საარჩევნო სისტემა არქაულია, ის არ აკმაყოფილებს თანამედროვე დემოკრატიულ სტანდარტებს და ქმნის მრავალი დარღვევისა და ძალადობის შესაძლებლობას და ამერიკული მედია გახდა პოლიტიკური ბრძოლის ინსტრუმენტი. ამერიკელ ხალხს ვუსურვებთ, საკუთარი ისტორიის დრამატული მომენტი ღირსეულად გადაიტანოს ”, – განაცხადა ზახაროვამ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები