ოკუპირებულ აფხაზეთში აცხადებენ, რომ ტყის ხანძრები ლიკვიდირებულია
ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ.საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის პრესმდივნის, რომან ლაბიას თქმით, დღეის მდგომარეობით, ტყის ხანძრების ახალი კერების შესახებ ინფორმაცია ე.წ.უწყებას არ მიუღია, ამჟამად კი, ყველა ხანძარი ლიკვიდირებულია.
“გუშინ საღამოს მძიმე ვითარება იყო გაგრაში, სანატორიუმ “მოსკოვ”-თან, თუმცა, საღამოს ცეცხლი კონტროლზე აიყვანეს, მერე წვიმა წამოვიდა, ამიტომ, კერები იქ აღარ არსებობს”, – თქვა მან.
რომან ლაბია ამბობს, რომ ტყის ხანძრების მიზეზი ადამიანური ფაქტორია.
გაგრის მახლობლად ტყის ხანძარი 4 დღის წინ გაჩნდა. 6 იანვარს, გამთენიისას ის ფსოუ-ენგურის ავტოტრასამდე მიაღწია.
ე.წ.უწყების ინფორმაციით, ცეცხლი ავტოტრასის 4-კილომეტრიან მონაკვეთზე იყო გავრცელებული.
ასევე, ხანძრები იყო გუდაუთისა და გალის რაიონებში. გალის რამდენიმე სოფელში სახლები დაიწვა.