პატრიარქის საშობაო ეპისტოლე დღეს გავრცელდება
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის საშობაო ეპისტოლე დღეს გამოქვეყნდება. საშობაო ლიტურგია ყველა მოქმედ ტაძარში ჩატარდა. შობის საზეიმო ღვთისმსახურება სამების საკათედრო ტაძარში საქართველოს პატრიარქმა აღავლინა.
საშობაო ეპისტოლე კი, წერილობით, დღეს გავრცელდება.
როგორც ჟურნალისტებს არქიმანდრიტმა იოანე მჭედლიშვილმა განუცხადა, “აუცილებლად გამოქვეყნდება ეპისტოლე დღეს”.
ილია მეორემ მოსახლეობას შობის დღესასწაული მიულოცა და სადღესასწაულო წირვის შემდეგ მრევლი დალოცა.