საქართველოში კორონავირუსს კიდევ 28 ადამიანი ემსხვერპლა

საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსს კიდევ 28 პაციენტი ემსხვერპლა, ჯამურად, პანდემიის დაწყებიდან ქვეყნის მასშტაბით გარდაცვალების 2 694 შემთხვევაა დაფიქსირებული.

ამის შესახებ ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური ავრცელებს.

ასევე, ბოლო 24 საათში ინფიცირების 1 612 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, პანდემიის დაწყებიდან კი, ქვეყანაში ინფიცირების 235 491 შემთხვევაა გამოვლენილი.

ამ ეტაპზე ქვეყანაში 856 პაციენტის მდგომარეობა მძიმეა, მათ შორის, თბილისში – 359, აჭარაში – 87, იმერეთში – 206.

ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 275 პირი, მათგან თბილისში – 180, აჭარაში – 13, იმერეთში – 31.

ასევე,ბოლო ერთ დღეში ვირუსი 419 -მა პირმა დაამარცხა,  ჯამურად, გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 223 695-ს შეადგენს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები