საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 1 612 ახალი შემთხვევა გამოვლინდა
საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით ინფიცირების 1 612 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, პანდემიის დაწყებიდან კი ქვეყანაში ინფიცირების 235 491 შემთხვევაა გამოვლენილი.
ამის შესახებ ინფორმაციას მთავრობის პრესსამსახური ავრცელებს.
აღინიშნება, რომ, ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 15 492 ტესტი, მათ შორის, 9 084 კვლევა ანტიგენის ტესტით და 6 408 PCR ტესტით.
გამოვლენილი ინფიცირების 1 612 ახალი შემთხვევიდან: თბილისში 670 შემთხვევაა, აჭარაში – 118, იმერეთში – 257, ქვემო ქართლში – 106, შიდა ქართლში – 107, გურიაში – 29, სამეგრელო – ზემო სვანეთში – 145, კახეთში – 85, მცხეთა-მთიანეთში – 56, სამცხე-ჯავახეთში – 25, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში – 14.
მიმდინარე აქტიური 9 076 შემთხვევაა, საიდანაც, 3 898 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში – 1 916, აჭარაში – 353, იმერეთში – 732. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 856 პირი, მათ შორის, თბილისში – 359, აჭარაში – 87, იმერეთში – 206. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 275 პირი, მათგან თბილისში – 180, აჭარაში – 13, იმერეთში – 31. 742 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 208 – თბილისში, 455 – აჭარაში, 24 – იმერეთში. 4 436 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.
საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 491 ადამიანი, მათ შორის, თბილისში – 159, აჭარაში – 47, ხოლო იმერეთში – 64.
სულ 6 ოქტომბრიდან 6 იანვრის პერიოდში სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია – 21 290 პირი.