“ევროპის უნივერსიტეტსა” და LECSA-ს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

“ევროპის უნივერსიტეტმა” ლატვიის ევროპული საზოგადოების შემსწავლელ ასოციაციასთან (LECSA) ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა, – ამის შესახებ ინფორმაციას ევროპის უნივერსიტეტი ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, მემორანდუმის ფარგლებში მხარეები გამოთქვამენ მზადყოფნას, დაგეგმონ და განახორციელონ ყოველწლიური საერთაშორისო აქტივობები.

შეგახსენებთ, რომ ლატვიის ევროპული საზოგადოების შემსწავლელი ასოციაციაციის ორგანიზებითა და “ევროპის უნივერსიტეტის” საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურის ჩართულობით უკვე განხორციელდა “ბრიუსელის კვირეული 2020”, რომელშიც “ევროპის უნივერსიტეტის” სტუდენტებმაც მიიღეს მონაწილეობა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები