კისტის თოფიდან გასროლის შედეგად 8 წლის ბავშვი დაიღუპა
საჩხერეში, 8 წლის ბავშვი კისტის თოფიდან გასროლის შედეგად დაიღუპა.
არსებული ინფორმაციით, ბავშვები თამაშობდნენ, რა დროსაც ერთ-ერთმა არასრულწლოვანმა კისტის თოფიდან შემთხვევით გაისროლა, რასაც 8 წლის გოგონას გარდაცვალება მოჰყვა.
შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ გამოძიება სამართლის კოდექსის 116-ე მუხლით დაიწყო, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს.