ოფიციალური ინფორმაციის თანახმად აშშ-ში ყოველ 15 წუთში ერთი კოვიდინფიცირებული იღუპება – აშშ-ში ვაქცინაციის პროცესი ჯერ კიდევ ნელი ტემპით მიდის

უცხოური მედია წერს, რომ ოფიციალური ინფორმაციის თანახმად, აშშ-ში, ლოს ანჯელესის შტატში, ყოველ 15 წუთში ერთი კოვიდინფიცირებული იღუპება.

გავრცელებული ინფორმაციით, გადავსებულია საავადმყოფოების მორგები, გაზრდილია სასწრაფო დახმარების ლოდინის დრო და ინტენსიური თერაპიის განყოფილებებში საწოლები თავისუფლდება მხოლოდ მაშინ, როდესაც პაციენტი იღუპება.

ჯანდაცვის ოფიციალური პირების განცხადებით, სიტუაცია კატასტროფულად მძიმეა. თვეზე ნაკლები დასჭირდა ლოს ანჯელესში სიტუაციის დრამატულად დამძიმებას და ინფიცირებულების რაოდენობის გაორმაგებას. ასევე, სასწრაფო დახმარების ეკიპაჟს მისცეს დავალება, რომ საავადმყოფოებში აღარ გადაიყვანონ ის პაციენტები, ვისაც გადარჩენის შანსი არ აქვს. რიგებია საავადმყოფოების შესასვლელებთანაც.

ინფექციური დაავადებების ექსპერტმა, ენტონი ფაუჩიმ გაავრცელა შემდეგი განცხადება: „საკმარისია ადამიანი მივიდეს საავადმყოფოს ინტენსიური თერაპიის განყოფილებებში, რომ დარწმუნდეს, ეს არის ნამდვილი ციფრები, ნამდვილი ადამიანები და ნამდვილი გარდაცვლილები“.

აშშ-ში ვაქცინაციის პროცესი ჯერ კიდევ ნელი ტემპით მიდის , იმ ფაქტის გათვალისწინებით, რომ ქვეყნის მასშტაბით განაწილებულია 15 მილიონ 400 ათასი დოზა, ხოლო აცრილია 3-ჯერ ნაკლები ადამიანი. ნიუ ჯერსის შტატის ოფიციალური განცხადებით, ვაქცინის მხოლოდ 25%-ია ადმინისტრირებული, თუმცა, იმედოვნებენ, რომ დღესასწაულების შემდეგ, პროცესი უფრო სწრაფად წარიმართება.

აღსანიშნავია, რომ პანდემიის სწრაფად გავრცელების პირობებში, კვლავ მაღალია მობილობა. 3 იანვარს მილიონ სამასი ათასი მოგზაური დაფიქსირდა ქვეყნის სხვადასხვა აეროპორტებში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები