დღეს, 21:00 საათიდან 7 იანვრის 05:00 საათამდე გადაადგილებაზე შეზღუდვა იხსნება
შობის დღესასწაულთან დაკავშირებით, დღეს, 21:00 საათიდან 7 იანვრის 05:00 საათამდე გადაადგილებაზე შეზღუდვა იხსნება.
ახალი წლის ღამის მსგავსად, შობის ღამეს გადაადგილების შეზღუდვა მოხსნილია როგორც ქვეითად მოსიარულეთათვის, ისე – ავტომობილით მოსარგებლეებისთვის.
ახალი წლისა და შობის ღამე გამონაკლისს წარმოადგენს, დანარჩენ შემთხვევაში, ე.წ. კომენდანტის საათი ძალაში რჩება. საკოორდინაციო საბჭო მოსახლეობას მოუწოდებს, ინფიცირების რისკის თავიდან ასაცილებლად, დღესასწაული ვიწრო ოჯახურ წრეში აღნიშნონ.