საგარეო უწყება: რუსეთსა და საქართველოს შორის საზღვრების დელიმიტაცია-დემარკაციის საკითხი არ შეიძლება დადგეს დღის წესრიგში, ვიდრე არ მოხდება ტერიტორიების დეოკუპაცია

“რუსეთის ფედერაციასა და საქართველოს შორის საზღვრების დელიმიტაცია-დემარკაციის საკითხი არ შეიძლება დადგეს დღის წესრიგში, ვიდრე რუსეთის ფედერაციას ოკუპირებული აქვს საქართველოს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონები, მანამ, ვიდრე მისი მხრიდან არ მოხდება აღნიშნული ტერიტორიების დეოკუპაცია და 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების სრულად შესრულება”, – ასე გამოეხმაურნენ საქართველოს საგარეო საქმეთა სამიისტროში რუსული მედიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის თანახმადაც, დემარკაცია-დელიმიტაციის საკითხებში რუსეთის პრეზიდენტის სპეციალურ წარმომადგენელს საქართველოსთან და საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებთან საზღვრების დადგენა დაევალა.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო რუსეთის ფედერაციას მოუწოდებს საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტურ ნორმებს პატივი სცეს.

„რუსეთის ფედერაციასა და საქართველოს შორის საზღვრების დელიმიტაცია-დემარკაციის საკითხი არ შეიძლება დადგეს დღის წესრიგში, ვიდრე რუსეთის ფედერაციას ოკუპირებული აქვს საქართველოს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონები, მანამ, ვიდრე მისი მხრიდან არ მოხდება აღნიშნული ტერიტორიების დეოკუპაცია და 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების სრულად შესრულება. ბუნებრივია, რუსეთის ფედერაციასა და ცხინვალისა და სოხუმის საოკუპაციო რეჟიმებს შორის გაფორმებული ნებისმიერი შეთანხმება, მათ შორის ე.წ. საზღვართან დაკავშირებით არის ყველანაირ სამართლებრივ საფუძველს მოკლებული, არის უკანონო და საერთაშორისო თანამეგობრობის მხრიდან ეს შეფასებული იქნება როგორც სუვერენული სახელმწიფოს საზღვრების ძალისმიერ მორიგ მცდელობად. ჩვენ მოვუწოდებთ რუსეთის ფედერაციას, პატივი სცეს საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტურ ნორმებს, გაიყვანოს საოკუპაციო ჯარები საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან და მოახდინოს აღნიშნული ტერიტორიების დეოკუპაცია“, – განაცხადა საგარეო საქმეთა სამინისტროს პრეს-სპიკერმა მარი ნარჩემაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები