“ჟოფრეი დე პეირაკის” როლის შემსრულებელი, მსახიობი რობერ ოსეინი გარდაიცვალა

93 წლის ასაკში, ფრანგი მსახიობი და რეჟისორი, რობერ ოსეინი გარდაიცვალა. ინფორმაციას ამის შესახებ მსახიობის ოჯახი ავრცელებს.

მსახიობი 1927 წლის 30 დეკემბერს, პარიზში დაიბადა. კინოში მისი დებიუტი 1948 წელს შედგა.

1964 წელს „ანჟელიკა: მარკიზების ანგელოზის“ პრემიერის შემდეგ, გრაფ ჟოფრეი დე პეირაკის როლის შემსრულებელი, რობერ ოსეინი ფრანგული კინემატოგრაფის ვარსკვლავად იქცა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები