ირაკლი ზარქუამ მრავალშვილიან ოჯახებს დამდეგი ახალი წელი მიულოცა
საქართველოს პარლამენტის წევრმა, ირაკლი ზარქუამ სოციალურად დაუცველ ოჯახებს დამდეგი ახალი წელი მიულოცა.
დეპუტატმა ოჯახებს საკვები პროდუქტები, ტკბილეულობა და საახალწლო საჩუქრები გადასცა, მათ სოციალურ მდგომარეობას გაეცნო და დახმარება აღუთქვა.