ნორვეგიაში მასშტაბურმა მეწყერმა სახლები დაანგრია, ხალხი ევაკუირებულია (ფოტო)

ნორვეგიის სამხრეთით, ქალაქ ასკში მეწყერი ჩამოწვა.

მომხდარის შედეგად რამდენიმე სახლი დაინგრა, ევაკუირებულია 150 ადამიანი

საპოლიციო ოპერაციის ხელმძღვანელმა, როჯერ პეტერსენმა განაცხადა, რომ ამჟამად არაფერია ცნობილი დაკარგულების შესახებ. მას ასევე არც დაშავებულთა შესახებ უსაუბრია.

მისი თქმით, სამძებრო-სამაშველო სამუშაოებში ყველა არსებული რესურსია ჩართული, მათ შორის, ვერტმფრენები.

ევაკუირებულები უახლოეს სასტუმროში დააბინავეს.

ქვეყნის პრემიერმა მომხდართან დაკავშირებით მწუხარება გამოთქვა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები