უკრაინის პრემიერმინისტრი გიორგი გახარიასთან სატელეფონო საუბარს „ტვიტერში” ეხმაურება

“უკრაინასა და საქართველოს ერთობლივი განვითარების კუთხით უზარმაზარი პოტენციალი გააჩნიათ”, – ასე ეხმაურება უკრაინის პრემიერმინისტრი, დენის შმიგალი საქართველოს პრემიერმინისტრ გიორგი გახარიასთან სატელეფონო საუბარს სოციალურ ქსელ „ტვიტერის” ოფიციალურ გვერდზე.

დენის შმიგალი აღნიშნავს, რომ საქართველოს მთავრობის მეთაურთან ორი ქვეყნის თანამშრომლობის სფეროები განიხილა.

„უკრაინასა და საქართველოს უზარმაზარი პოტენციალი გააჩნიათ ერთობლივი განვითარების კუთხით. საქართველოს პრემიერმინისტრ გიორგი გახარიასთან განვიხილეთ თანამშრომლობის სფეროები ამ მიზნის მიღწევაში ჩვენი ქვეყნების დასახმარებლად. დიალოგის პლატფორმად უნდა იქცეს უკრაინა-საქართველოს ეკონომიკური თანამშრომლობის მთავრობათაშორისი კომისიის მე-10 სხდომა”, – აღნიშნავს უკრაინის პრემიერმინისტრი.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები