მამუკა მდინარაძე: ვადამდელი არჩევნების ჩატარება 2022-ში, 2023-ში, 2024 წლის არჩევნებამდე 2 თვით ადრე თუ ა.შ. არანაირი მსგავსი საკითხი კატეგორიულად არ განიხილება მმართველ გუნდში
“ვადამდელი არჩევნების ჩატარება 2022-ში, 2023-ში, 2024 წლის არჩევნებამდე 2 თვით ადრე თუ ა.შ. არანაირი მსგავსი საკითხი კატეგორიულად არ განიხილება მმართველ გუნდში”, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ ერთ-ერთმა ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა.
როგორც მდინარაძემ ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა, „ქართული ოცნება” მართალია და საკუთარ პოზიციას მყარად დაიცავს.
„არანაირი რიგგარეშე ვადამდელი არჩევნები – რაც უნდა გადაწიონ და მათი გადმოსახედიდან ჩვენთვის მომხიბვლელი იყოს წინადადება – 2022-ში, 2023-ში, 2024 წლის არჩევნებამდე 2 თვით ადრე ჩატარება თუ ა.შ. არანაირი მსგავსი საკითხი კატეგორიულად არ განიხილება მმართველ გუნდში. იქედან გამომდინარე, რომ ეს ყვეელაფერი დამოკიდებულია იმაზე, რა მოხდა სინამდვილეში. გვაჩვევენ და ცდილობენ, ჩვენც კი დავკომპლექსდეთ, რომ არჩევნები კარგად ჩატარდა – ეს ვერავინ ვერ უნდა გაბედოს. ასეთი ტრენდი მკვიდრდება, ღალატად უთვლიან ერთმანეთს, თუ ვინმე იტყვის, რომ არჩევნები არ გაყალბებულა.
ჩვენ ვერანაირ ვადამდელ და რიგგარეშე არჩევნებზე ვერასდროს ვერ ვილაპარაკებთ იმიტომ, რომ მართლები ვართ და ჩვენს პოზიციებს მყარად დავიცავთ,“ – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.