მამუკა მდინარაძე: გთავაზობთ, რომ დღესვე შევძლოთ პრემიერმინისტრის მიერ დაანონსებული გადაწყვეტილების ბიუჯეტში ასახვა

„ვიმუშაოთ იმაზე, რომ კონკრეტული ციფრები გვქონდეს სიტყვა-სიტყვით, როგორ უნდა აისახოს, მათ შორის, სამი მთავარი მიმართულება – სოციალურად დაუცველების მიმართულებით, მეორე – ელექტროენერგიასთან დაკავშირებით და პირველადი მოხმარების პროდუქტებზე ფასთა ზრდის და სხვაობის დაზღვევის მიმართულებით, ეს გადაწყვეტილება დღესვე ავსახოთ”,- ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების” თავმჯდომარემ პლენარულ სხდომაზე განაცხადა, სადაც ბიუჯეტის პროექტს განიხილავენ.

„ტარიფების ზრდასთან დაკავშირებით, ყველამ ძალიან კარგად იცის, რომ სიურპრიზი არ ყოფილა თვითონ ფაქტი. სამი წლის განმავლობაში ტარიფი არ იყო გადახედილი, გასაგებია, რომ მარეგულირებელს რაღაც გადაწყვეტილების მიღება მოუწევდა, თუმცა, დღეს, პრემიერმინისტრის განცხადებიდანაც ჩანდა, ჩვენ ამაზე ვიმსჯელეთ, წინასწარ გვქონდა გარკვეული კონსულტაციები, ისევე, როგორც, ზოგადად, ბიუჯეტთან დაკავშირებით და ამ მოლოდინიდან გამომდინარე, გარკვეული გადაწყვეტილებების პროექტიც არსებობს. დღეს მე თქვენ გთავაზობთ, რომ არა სამომავლოდ დაგვჭირდეს, რომ, ვთქვათ, იანვარში შევიკრიბოთ იმისთვის, რომ ცვლილებები მივიღოთ ბიუჯეტის პროექტში, არამედ, დღესვე შევძლოთ, რომ ეს გადაწყვეტილება, რაც პრემიერმინისტრის მხრიდან დაანონსდა, ასახული იყოს იმ დოკუმენტში, რომელსაც დღეს უნდა ვუყაროთ კენჭი და ხმა მივცეთ და რომელსაც უნდა დავეთანხმოთ, აქედან გამომდინარე, გთავაზობთ და პარლამენტის თავმჯდომარესაც ვთხოვ, რომ ნაცვლად ერთი საათის შესვენებისა, საათნახევარი ან ორი საათით, მე ვიცი, რომ თქვენი აზრიც ეს არის და ვიცი, რომ ბატონი ვანოც ამ მოსაზრებას ეთანხმება და შემთხვევით არ ვაყენებ ამ საკითხს, გადავდოთ იმისთვის, რომ კონკრეტული ციფრები აისახოს პროექტში და როდესაც მას დასრულებული სახე ექნება, უკვე საქართველოს მოქალაქეს ჰქონდეს იმის გარანტია, რომ სუბსიდირება, რომელიც დაანონსდა დღეს პრემიერმინისტრის მხრიდან, ჩვენთან შეთანხმებით, ასევე, იყოს უკვე მოქალაქისთვის გარანტირებული, აქედან გამომდინარე, ჩვენ ამაზე ვიმუშაოთ და ჩვენ დღეს უკვე ავსახოთ ამ დოკუმენტში, რომელსაც კენჭს ვუყრით, შესაბამისად, კიდევ ერთხელ გავიმეორებ, ვიმუშაოთ იმაზე, რომ კონკრეტული ციფრები გვქონდეს სიტყვა-სიტყვით, როგორ უნდა აისახოს, მათ შორის, სამი მთავარი მიმართულება – ერთი სოციალურად დაუცველების მიმართულებით სუბსიდირება, წყალთან დაკავშირებით, მეორე – ელექტროენერგიასთან დაკავშირებით 300 კილოვატამდე და მესამე – პირველადი მოხმარების პროდუქტებზე აქაც რომ ფასთა ზრდა და სხვაობა დავაზღვიოთ, შესაბამისად, ეს გადაწყვეტილება დღესვე ავსახოთ, ამიტომ, ცოტა მეტი დრო გვჭირდება იმისთვის, რომ ეს დეტალები დავაზუსტოთ და აისახოს შესაბამის პროექტში, რომელსაც უკვე ვუყრით კენჭს და მხარს დავუჭერთ”,- განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები