COVID-19 მსოფლიოში – ინფიცირებულებისა და გარდაცვლილების რაოდენობა იზრდება – ქვეყნები შეზღუდვებს ამკაცრებენ

აშშ-ში, ნიუ ჯერსიში, პოლიციამ დაშალა 200-კაციანი წვეულება, რომელიც მიმდინარეობდა კოვიდ რეგულაციების წესების დარღვევით. ნიუ ჯერსის გუბერნატორმა, დეკემბრის დასაწყისში გამოსცა განკარგულება, რომლის მიხედვითაც იკრძალება 25 ადამიანზე მეტის შეკრება ღია ცის ქვეშაც, ასევე, შტატში მოქმედებს შეზღუდვები დახურულ სივრცეში შეკრებებზე, რაც გულისხმობს მაქსიმუმ 10 ადამიანის შეკრებას. პოლიციის განცხადებით, წვეულებაზე უკანონოდ იყიდებოდა ალკოჰოლი და ასევე, ადგილი ჰქონდა არალიცენზირებულ აზარტულ თამაშებს. დაკავებულია ორი ადამიანი, რომლებიც შესაბამისი კანონის მიხედვით დაჯარიმდებიან.
რაც შეეხება ეპიდემიოლოგიურ ვითარებას, 28 დეკემბერს შტატში აღირიცხა 2 745 კოვიდ ინფიცირებული , ჰოსპიტალიზირებულია 3 684 ადამიანი, რომელთაგან 715 მკურნალობს ინტენსიური თერაპიის განყოფილებებში.

აშშ-ის ექვს შტატში, ალაბამაშ, კალიფორნიაში, ჯორჯიაში, ჩრდილოეთ და სამხრეთ კაროლინასა და მისისიპში ჰოსპიტალიზირების რეკორდულად მაღალი მაჩვენებელი დაფიქსირდა. ექიმების განცხადებით, საახალწლო პერიოდში გაზრდილი მობილობა კიდევ უფრო გააუარესებს ეპიდემიოლოგიურ მდგომარეობას, რადგან არაერთმა საავადმყოფომ თითქმის ამოწურა შესაძლებლობები.

კალიფორნიაში ეპიდემიოლოგიური სიტუაცია ჯერ კიდევ მძიმეა. საავადმყოფოების ინტენსიური თერაპიის განყოფილებებში თავისუფალი საწოლების რაოდენობა იწურება. ეს იმ პირობებში, როდესაც დღესასწაულების შემდეგ, მთელი ქვეყნის მასშტაბით ელოდებიან სიტუაციის გართულებას. ასევე, კალიფორნია არის პირველი შტატი, სადაც ინფიცირებულთა რაოდენობამ გადააჭარბა 2 მილიონს და ვირუსის ჯერ კიდევ სწრაფად ვრცელდება. მხოლოდ 27 დეკემბერს კოვიდინფიცირების 50 141 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა

ევროპის მასშტაბით არაერთი მდიდარი ქვეყანის მოქალაქეები არიან შიმშილის ზღვარზე – ქვეყნებში, სადაც სოციალური უსაფრთხოება იყო უზრუნველყოფილი მაღალ დონეზე, სამსახურების დაკარგვამ და გლობალურმა კრიზისმა არაერთი მოქალაქის მდგომარეობა გააუარესა. ჯერჯერობით უცნობია 2020 წლის ზუსტი მონაცემები.

დიდი ბრიტანეთის ერთ-ერთი წამყვანი Think tank-ის განცხადებით, 2021 წლის აღდგომისთვის ბრიტანეთის ეკონომიკა იქნება 6%-ით უფრო შემცირებული, ვიდრე ამას ექსპერტები ვარაუდობდნენ. ჯერ კიდევ რამდენიმე კვირის წინ, ექსპერტებს ჰქონდათ ოპტიმისტური მოლოდინები და ვარაუდობდნენ, რომ ეკონომიკური აღდგენის მიმართულებით ნელ-ნელა პოზიტიური ტენდენციები გამოიკვეთებოდა. თუმცა, კოვიის ახალი შტამის გამოჩენამ სიტუაცია რადიკალურად შეცვალა. ექსპერტების აზრით, შესაძლოა ქვეყანას კიდევ დიდხანს მოუწიოს ასეთ გამკაცრებულ პირობებში ცხოვრება, რადგან ინფიცირების მაჩვენებელი ჯერ კიდევ ძალიან მაღალია.

დიდ ბრიტანეთში, ახალი შტამის გამოჩენის შემდეგ მკვეთრად გართულდა ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა. დღეისათვის ზოგიერთ საავადმყოფოს ექიმებს უწევთ სასწრაფოს მანქანებში აღმოუჩინონ დახმარება ინფიცირებულებს, რადგან საავადმყოფოები სავსეა. აღსანიშნავია, რომ დღევანდელი მაჩვენებელი უტოლდება კოვიდის პირველი ტალღის მონაცემებს და ექსპერტების ვარაუდით, მდგომარეობა იანვარსა და თებერვალში კიდევ უფრო გაუარესდება

დიდ ბრიტანეთში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 41 385 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, რაც რეკორდულად მაღალი მაჩვენებელია ქვეყნისთვის. ამასთან, ქვეყანაში ბოლო 24 საათში ვირუსით 357 პაციენტი დაიღუპა.
პანდემიის დაწყებიდან დღემდე, დიდ ბრიტანეთში კორონავირუსის 2 329 730 შემთხვევაა დაფიქსირებული, ვირუსს დღემდე 71 109 პაციენტი ემსხვერპლა

ბოლო 24 საათის განმავლობაში, კატალონიის რეგიონში კორონავირუსით ინფიცირების 937 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, ხოლო 26 ადამიანი კი გარდაიცვალა; მადრიდის ოთხი ზონაში „აკრძალული 100 000 ადამიანზე 400 ინფიცირებული ფიქსირდება; ბალეარის კუნძულებზე 100 000 ადამიანიდან 621 ინფიცირებულია.

გერმანიაში, გასული 24 საათის განმავლობაში, კორონავირუსის 12 892 ახალი შემთხვევა დადასტურდა და ინფიცირებულთა საერთო რაოდენობა 1 664 726-მდე გაიზარდა. ამასთან, ქვეყანაში ვირუსს კიდევ 852 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა და დაღუპულთა რიცხვმა, საერთო ჯამში, 30 978-ს მიაღწია.

კორონავირუსის ახალი შტამი ფინეთშიც დაფიქსირდა. ფინეთის ჯანდაცვის სამინისტროს განცხადების მიხედვით, ვირუსის ახალი ვარიანტი გაერთიანებულ სამეფოსთანაა დაკავშირებული.
პანდემიის დაწყებიდან დღემდე, ფინეთში კორონავირუსის 35 000-ზე მეტი შემთხვევა დადასტურდა, ხოლო 546 ადამიანი გარდაიცვალა.

27 დეკემბერს, რუსეთში COVID-19-ით ინფიცირების 27 787 და გარდაცვალების 487 ფაქტი გამოვლინდა;

ბოლო დღე-ღამეში, უკრაინაში ინფიცირების 4 385 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ასევე, ვირუსით კიდევ 75 ადამიანი გარდაიცვალა. ამჟამად, COVID-19-ით ინფიცირებულთა გამოვლენის მაჩვენებლით, უკრაინა ევროპულ ქვეყნებს შორის მე-8 ადგილს იკავებს;

27 დეკემბერს, თურქეთში COVID-19-ით ინფიცირების 14 205 და გარდაცვალების 254 ფაქტი დაფიქსირდა;

ინდოეთში კორონავირუსის ახალი შტამით ინფიცირების 6 შემთხვევა გამოვლინდა, ინდოეთის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ისინი ამჟამად იზოლაციაში იმყოფებიან. ინდოეთს ბრიტანეთიდან ფრენები შეწყვეტილი აქვს, თუმცა ნოემბრის ბოლოდან შეზღუდვის ძალაში შესვლამდე ინდოეთში ბრიტანეთიდან 33 000 მგზავრი ჩავიდა. კოვიდნფიცირებულების რაოდენობით ინდოეთი მეორე ადგილზეა მსოფლიოში აშშ-ის შემდეგ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები