აშშ-ში, ნიუ ჯერსიში პოლიციამ 200-კაციანი წვეულება დაშალა, რომელიც კოვიდ რეგულაციების წესების დარღვევით მიმდინარეობდა

აშშ-ში, ნიუ ჯერსიში პოლიციამ დაშალა 200-კაციანი წვეულება, რომელიც მიმდინარეობდა კოვიდ რეგულაციების წესების დარღვევით. ნიუ ჯერსის გუბერნატორმა დეკემბრის დასაწყისში გამოსცა განკარგულება, რომლის მიხედვითაც იკრძალება 25 ადამიანზე მეტის შეკრება ღია ცის ქვეშაც, ასევე, შტატში მოქმედებს შეზღუდვები დახურულ სივრცეში შეკრებებზე, რაც გულისხმობს მაქსიმუმ 10 ადამიანის შეკრებას. პოლიციის განცხადებით, წვეულებაზე უკანონოდ იყიდებოდა ალკოჰოლი და, ასევე, ადგილი ჰქონდა არალიცენზირებულ აზარტულ თამაშებს. დაკავებულია ორი ადამიანი, რომლებიც შესაბამისი კანონის მიხედვით დაჯარიმდებიან.

რაც შეეხება ეპიდემიოლოგიურ ვითარებას, 28 დეკემბერს შტატში აღირიცხა 2 745 კოვიდ ინფიცირებული, ჰოსპიტალიზებულია 3 684 ადამიანი, რომელთაგან 715 ინტენსიური თერაპიის განყოფილებებში მკურნალობს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები