დიდ ბრიტანეთში ახალი შტამის გამოჩენის შემდეგ ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა მკვეთრად გართულდა

დიდ ბრიტანეთში ახალი შტამის გამოჩენის შემდეგ მკვეთრად გართულდა ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა. დღეისათვის ზოგიერთ საავადმყოფოს ექიმებს უწევთ, სასწრაფოს მანქანებში აღმოუჩინონ დახმარება ინფიცირებულებს, რადგან საავადმყოფოები სავსეა. აღსანიშნავია, რომ დღევანდელი მაჩვენებელი უტოლდება კოვიდის პირველი ტალღის მონაცემებს და, ექსპერტების ვარაუდით, მდგომარეობა იანვარსა და თებერვალში კიდევ უფრო გაუარესდება.

დიდ ბრიტანეთში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 41 385 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, რაც რეკორდულად მაღალი მაჩვენებელია ქვეყნისთვის. ამასთან, ქვეყანაში ბოლო 24 საათში ვირუსით 357 პაციენტი დაიღუპა.

პანდემიის დაწყებიდან დღემდე დიდ ბრიტანეთში კორონავირუსის 2 329 730 შემთხვევაა დაფიქსირებული, ვირუსს სულ 71 109 პაციენტი ემსხვერპლა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები