კლასიკური მუსიკის საღამო
29 დეკემბერს, 22:00 საათზე, ბეთჰოვენისადმი მიძღვნილი კლასიკური მუსიკის ონლაინსაღამო გაიმართება. საღამოს ორგანიზატორია მუსიკალური ინსტრუმენტების მაღაზია – SteinwayGeorgia. „საახალწლო განწყობის ასამაღლებლად გთავაზობთ, მონატრებული კლასიკური მუსიკის (პირაპირი ეთერი) კონცერტს, სადაც მონაწილეობენ სხვადასხვა საერთაშორისო კონკურსისა თუ ფესტივალის ლაურეატები, ევროპის ქვეყნებში მოღვაწე წარმატებული მუსიკოს/შემსრულებლები. „სტეინვეის“ საქართველოს წარმომადგენლობა გისურვებთ დამდეგ ბედნიერ შობა-ახალ წელს“, – აღნიშნულია ორგანიზატორების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
მონაწილეობენ: ქეთევან ბარბაქაძე, ეკა გოგოლიძე, სანდრო გეგეჭკორი, სალომე მოდებაძე.
სოლისტები: თინათინ მამულიშვილი (სოპრანო), ირაკლი მურჯიკნელი (ტენორი), ლიზი რამიშვილი (ჩელო), ანა ყიფიანი (ფორტეპიანო), ანასტასია აღლაძე (ვიოლინო).
კონცერტის წამყვანი: ირინა დუმბაძე;
ხელმძღვანელი: პროფესორი ნანი სანაძე.