დიდი ბრიტანეთის ერთ-ერთი წამყვანი Think tank-ის განცხადებით, 2021 წლის აღდგომისთვის ბრიტანეთის ეკონომიკა 6%-ით უფრო შემცირებული იქნება

უცხოური მედია წერს, რომ ევროპის მასშტაბით არაერთი მდიდარი ქვეყნის მოქალაქეები არიან შიმშილის ზღვარზე – ქვეყნებში, სადაც სოციალური უსაფრთხოება იყო უზრუნველყოფილი მაღალ დონეზე, სამსახურების დაკარგვამ და გლობალურმა კრიზისმა არაერთი მოქალაქის მდგომარეობა გააუარესა. ჯერჯერობით, უცნობია 2020 წლის ზუსტი მონაცემები.

დიდი ბრიტანეთის ერთ-ერთი წამყვანი Think tank-ის განცხადებით, 2021 წლის აღდგომისთვის ბრიტანეთის ეკონომიკა იქნება 6%-ით უფრო შემცირებული, ვიდრე ამას ექსპერტები ვარაუდობდნენ. ჯერ კიდევ რამდენიმე კვირის წინ ექსპერტებს ჰქონდათ ოპტიმისტური მოლოდინები და ვარაუდობდნენ, რომ ეკონომიკური აღდგენის მიმართულებით ნელ-ნელა პოზიტიური ტენდენციები გამოიკვეთებოდა. თუმცა, კოვიდის ახალი შტამის გამოჩენამ სიტუაცია რადიკალურად შეცვალა. ექსპერტების აზრით, შესაძლოა, ქვეყანას კიდევ დიდხანს მოუწიოს ასეთ გამკაცრებულ პირობებში ცხოვრება, რადგან ინფიცირების მაჩვენებელი ჯერ კიდევ ძალიან მაღალია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები