აშშ-ის ექვს შტატში ჰოსპიტალიზების რეკორდულად მაღალი მაჩვენებელი დაფიქსირდა – არაერთმა საავადმყოფომ თითქმის ამოწურა შესაძლებლობები

27 დეკემბრის მონაცემებით, აშშ-ის ექვს შტატში: ალაბამაში, კალიფორნიაში, ჯორჯიაში, ჩრდილოეთ და სამხრეთ კაროლინასა და მისისიპში ჰოსპიტალიზების რეკორდულად მაღალი მაჩვენებელი დაფიქსირდა. ექიმების განცხადებით, საახალწლო პერიოდში გაზრდილი მობილობა კიდევ უფრო გააუარესებს ეპიდემიოლოგიურ მდგომარეობას, რადგან არაერთმა საავადმყოფომ თითქმის ამოწურა შესაძლებლობები.

კალიფორნიაში ეპიდემიოლოგიური სიტუაცია ჯერ კიდევ მძიმეა. საავადმყოფოების ინტენსიური თერაპიის განყოფილებებში თავისუფალი საწოლების რაოდენობა იწურება. ეს იმ პირობებში, როდესაც დღესასწაულების შემდეგ მთელი ქვეყნის მასშტაბით ელოდებიან სიტუაციის გართულებას. ასევე, კალიფორნია არის პირველი შტატი, სადაც ინფიცირებულთა რაოდენობამ გადააჭარბა 2 მილიონს და ვირუსი ჯერ კიდევ სწრაფად ვრცელდება. მხოლოდ 27 დეკემბერს კოვიდ ინფიცირების 50 141 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები