არასაბანკო დეპოზიტები 33.59 მლრდ ლარს უტოლდება

ეროვნული ბანკის ცნობით, 2020 წლის პირველი დეკემბრისთვის საბანკო სექტორში განთავსებული არასაბანკო დეპოზიტების მოცულობამ 33.59 მლრდ ლარი შეადგინა, რაც 1.31 მლრდ ლარით, ანუ 4.05%-ით მეტია პირველი ნოემბრისათვის არსებულ მაჩვენებელზე (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე 2.21%-ით მეტი).

ნოემბერში, წინა თვესთან შედარებით, ადგილი ჰქონდა ვადიანი დეპოზიტების ზრდას 914.63 მლნ ლარით, ანუ 6.00%-ით (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე 4.28%-ით გაიზარდა), ხოლო მოთხოვნამდე დეპოზიტები 393.41 მლნ ლარით, ანუ 2.31%-ით გაიზარდა (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე გაიზარდა 0.37%-ით).

დეპოზიტების ლარიზაციის კოეფიციენტმა მიმდინარე წლის პირველი დეკემბრისთვის 38.03 პროცენტი შეადგინა. პირველი ნოემბრის მდგომარეობასთან შედარებით, დეპოზიტების ლარიზაცია გაიზარდა 0.28 პროცენტული პუნქტით (გაცვლითი კურსის ეფექტის გამორიცხვით გაიზარდა 0.96 პროცენტული პუნქტით).

ნოემბერში ვადიან დეპოზიტებზე საშუალო წლიურმა შეწონილმა საბაზრო საპროცენტო განაკვეთმა 6.27% შეადგინა, მათ შორის, ეროვნული ვალუტით განთავსებულ დეპოზიტებზე 8.28%, ხოლო უცხოური ვალუტით განთავსებულ დეპოზიტებზე – 2.24%.

უცხოური ვალუტით განთავსებულ დეპოზიტებში აშშ დოლარის წილმა 84.52%, ხოლო ევროს წილმა 14.05% შეადგინა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები